სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” ფრენბურთის გოგონათა გუნდმა UG დაამარცხა

15 ნოემბერს, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტური გაიმართა.

“ევროპის უნივერსიტეტის” ფრენბურთის გოგონათა გუნდი UG – ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

“ევროპის უნივერსიტეტის” ფრენბურთის გოგონათა გუნდი ამჟამად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას.