საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

სრულად დაფინანსებული მობილობის კონკურსი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის

მობილობის
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ერთსემესტრიანი, სრულად დაფინანსებული მობილობის კონკურსი გამოცხადდა.

სტუდენტები, ევროპის უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით ზაგრების ბიზნეს სკოლაში (ხორვატია) გაემგზავრებიან.

მასპინძელი უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. მიმაგრებულ ფაილში.

საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით გამოცხადებული კონკურსისათვის განაცხადის წარდგენა შეუძლია კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

ა) კანდიდატი კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში უნდა ირიცხებოდეს ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე და სარგებლობდეს აქტიური სტუდენტის სტატუსით;

ბ) საბაკალავრო/სამაგისტრო ან ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს განაცხადის წარდგენის დროს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 სემესტრი;

გ) კანდიდატის აკადემიური მოსწრების საშუალო შეწონილი ქულა უნდა იყოს არანაკლებ 2.5 ქულისა;

დ) კანდიდატის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ მობილობათა ჯამი ერთი საგანმანათლებლო საფეხურის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;

ე) კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ან/და სხვა უცხო ენას, რომელზეც იგეგმებამობილობის განხორციელება) ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად მინიმუმ B2 დონეზე;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdRsTjzZKO2TWx9zjqkXF_daQHfePQcotF9o7_Dh9xcAqxI3Q/viewform

განაცხადის ფორმაში უნდა წარმოადგინოთ:

ა) პასპორტის, ან მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) CV (რეკომენდირებულიაEuropass-ის ფორმატის გამოყენება);

გ) ფაკულტეტის მიერ, მიმდინარე სემესტრში გაცემული და ხელმოწერილი/ბეჭდით დამოწმებული ცნობა, რომელიც ადასტურებს სტუდენტის აქტიურ სტატუსს ევროპის უნივერსიტეტში;

დ) ფაკულტეტის მიერ, მიმდინარე სემესტრში გაცემული და ხელმოწერილი/ბეჭდით დამოწმებული, სტუდენტის მიმდინარე შეფასებების ამონაწერი საშუალო შეწონილი ქულის მითითებით;

ე) ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის (ან/და სხვა რელევანტური უცხო ენის) მინიმუმ B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – მინ. 5.5 ქულა; TOEFL iBT – მინ. 67 ქულა; TOEFL CBT – მინ. 183 ქულა; TOEFL PBT – მინ. 513 ქულა; FCE; CAE; Aptis; ცნობა, რომელიც ადასტურებს სტუდენტის ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩარიცხვას)

ვ) ლექტორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი;

ზ) ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოწყვლად ჯგუფთან მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინგლისური ენის გამოცდის წარმართვის თარიღი – 25 ნოემბერი

გასაუბრების წარმართვის თარიღი – 27 ნოემბერი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 23 ნოემბერი

მიმაგრებული ფაილები:

 ზაგრების ბიზნეს სკოლა (ხორვატია)