პროექტის “InnovaVet” ფარგლებში ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიართა
17 ნოემბერს კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ (InnovaVet) ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმს პარტნიორი უნივერსიტეტების ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო ვეტერინარიის მიმართულებით ქართულ ბაზარზე მოქმედი 15 კომპანია, მათ შორის – ვეტერინარული კლინიკები, სურსათის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები, კვლევითი ცენტრები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ღონისძიების ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ კომპანიების HR მენეჯერებს, გაცნობოდნენ სამუშაო პირობებს, მიმდინარე ვაკანსიებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.
ღონისძიებას დაესწრნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კონკურენტული ინოვაციების ფონდის განათლების სპეციალისტმა ნაზი ფარსადანიშვილმა, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის ვიცე–დეკანმა გიორგი ჭიჭინაძემ.
დასაქმების ფორუმში ორივე უნივერსიტეტის 50-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიებსა და მომავალ პროფესიონალებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაში და მხარეებს საშუალება მისცა ეფექტურად გაეზიარებინათ ინფორმაცია, საჭიროებები და განვითარების პერსპექტივები.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი კომპანიები: