ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების გასვლა ყაზბეგში

სტუდენტების
9 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, გასვლითი აქტივობის ფარგლებში ყაზბეგში იმყოფებოდნენ.

ექსტრაკურიკულური აქტივობის ფარგლებში სტუდენტებმა ისეთი ისტორიული ადგილები მოინახულეს როგორიცაა: ანანურის ეკლესია, ჟინვალის წყალსაცავი, სტეფანწმინდის სატაძრი კომპლექსი, გერგეტის სამება და პატრირქის მშობლიური სოფელი სნო.

ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი ბესიკ ტაბატაძე და ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი მაია აზმაიფარაშვილი.

აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო ფაკულტეტის ადმინისტრაციის და სტუდენტების არაფორმალურ გარემოში დაახლოვებასა და იდეების გაცვლას.