მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში პრაქტიკის გასავლელად გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია

სანტიაგო დე კომპოსტელას
“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის  16 სტუდენტი ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში კლინიკურ პრაქტიკებს გაივლის.

სტუდენტები სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში “ევროპის უნივერსიტეტის” სრული დაფინანსებით მიემგზავრებიან.

კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები პრაქტიკას სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით “სიმულაციური მედიცინა და სცენარზე დაფუძნებული სწავლება გადაუდებელი მდგომარეობისას“ გაივლიან.

პროგრამის ფარგლებში ისინი შეისწავლიან:

  • გადაუდებელი მდგომარეობების მართვას ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პირობების დროს
  • სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას გადაუდებელი მდგომარეობის მართვის დროს
  • სცენარზე დაფუძნებული სიმულაციური ამოცანებით გადაუდებელი მდგომარეობების მართვას

აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს ხელს შუწყობს კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში.

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში პრაქტიკის გავლის მიზნით შემდეგი სტუდენტები გაემგზავრებიან:

  • ზაიდ ასსაფ
  • ნიკოლოზ ბიწაძე
  • თამარ ჩხეიძე
  • დავითი ნანავა
  • ნია იმერლიშვილი
  • ალექსანდრე აბაიშვილი
  • ნინი ფარსადანიშვილი
  • მარიამ ასიტაშვილი
  • ემირა ზაჰრა
  • მაკა მღებრიშვილი
  • რაანია მოჰამედ
  • ლიზი კოხოძე
  • მარიამ ქორჩილავა
  • დავითი ჩარბაძე
  • ნინო ქადაგიშვილი
  • მარიამ წურწუმია