საინფორმაციო შეხვედრა ბელგიასა და პოლონეთში სამაგისტრო საფეხურზე სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობაზე
18 ნოემბერს, 19:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის ნატოლინის “ევროპის კოლეჯის” საერთაშორისო კომუნიკაციების ოფიცერი თათევიკ ჰოვჰანისიანი საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
ონლაინ შეხვედრაზე სტუდენტები ინფორმაციას მიიღებენ ევროპის კოლეჯში სამაგისტრო საფეხურზე სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ.
ევროპის კოლეჯი ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს მიიღონ სრული სტიპენდია ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლებისთვის ბრიუგეს (ბელგია) და ვარშავის (პოლონეთი) კამპუსებში.
სასწავლო პროგრამები:
ვარშავის (პოლონეთი) კამპუსი:
- ევროპათმცოდნეობის ინტერდისციპლინარული პროგრამა
- ევროპული უსაფრთხობა და სტრატეგია
ბრიუგეს (ბელგია) კამპუსი:
- საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
- ევროპული პოლიტიკური და ადმინისტრაციული სწავლება
- ევროკავშირის ეკონომიკა
- ევროკავშირის სამართალი
სტიპენდია მოიცავს:
სწავლების სრულ საფასურს, სტუდენტურ საცხოვრებელს, კვებას, ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობას.
აღნიშნული ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იქნება დამამთავრებელი სემესტრის საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და ევროპული ცივილიზაციის მიმართულებებით.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://coleurope-eu.zoom.us/meeting/register/9qlwgjpKTm2ZHHfQToT0VA#/registration
რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ონლაინ შეხვედრის ბმული გამოგეგზავნებათ უნივერსიტეტის ელ-ფოსტაზე.
სამუშაო ენა: ინგლისური.