მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

მედიცინის ფაკულტეტის 2024-25 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიატები ცნობილია

სტიპენდიანტები
“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის 28 საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს, რომლებმაც 2024-25 წლის გაზაფხულის სემესტრში ყველა სასწავლო კურსში A შეფასება მიიღეს, სტიპენდია დაენიშნათ.

აღნიშნული სტუდენტებიდან 25 დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის, 3 კი დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტია.

სტუდენტები სტიპენდიას ყოველთვიურად, 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე (5 თვის ვადით), მიიღებენ.