საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

დემეტრე ციხელაშვილი გაცვლითი პროგრამით პარიზში იმყოფება

ერაზმუს+
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი, დემეტრე ციხელაშვილი “ერაზმუს+” მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარიზში, ICD ბიზნეს სკოლაში იმყოფება.

დემეტრე თავისი შთაბეჭდილებების შესახებ გვიამბობს:

„Erasmus+ მობილობა ჩემთვის იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება ცხოვრებაში. ეს იყო დიდი აკადემური ნახტომი. შევისწავლე ისეთი კურსები და მეთოდები, რაც დამეხმარა კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

ეს გამოცდილება უზარმაზარი პლიუსია, რადგან ახლა ვიცი, რომ მთელი ევროპის შრომის ბაზარი ჩემთვის ღიაა.

მობილობამ მასწავლა ყველაზე საჭირო ცხოვრებისეული უნარები. ჩემი ინგლისური და ფრანგული კიდევ უდრო გაუმჯობესდა და რაც მთავარია, გავხდი სრულად დამოუკიდებელი ადამიანი.“

“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ყოველ სემესტრში ცხადდება სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტები საერთაშორისო განათლებას მასპინძელ უნივერსიტეტში მთელი სემესტრის განმავლობაში იღებენ, სწავლობენ ახალ გარემოსთან შეგუებას, დამოუკიდებლობას და იძენენ სხვა მნიშვნელოვან პიროვნულ უნარებს.

ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტები იხილეთ ბმულზე: გაცვლითი პროგრამები