სხვა სიახლეები

8 ნოემბერს საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის უფასო ტრენინგი გაიმართება

ტრენინგი
8 ნოემბერს, 12:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტისა” და “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ორგანიზებით, სარაჯო სკოლის მასწავლებლებისთვის უფასო ტრენინგი: „პროფესიული განვითარება და თანამშრომლობა სკოლაში“ გაიმართება.

ტრენინგს “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის ტრენერი, მარიამ რამინაშვილი გაუძღვება.

ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, სასწავლო გუნდში თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებას და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების ათვისებას.

დისტანციურ რეჟიმში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ შიდა დაკვირვების და ურთიერთდაკვირვების გამოყენებას პროფესიული განვითარების ინსტრუმენტად, შექმნიან და განავითარებენ საკუთარ პროფესიულ პორტფოლიოს და განახორციელებენ თვითშეფასებას და შიდა მონიტორინგს სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

გააზიარონ საკუთარი გამოცდილება სასწავლო გუნდში თანამშრომლობისა და შიდა დაკვირვების საკითხებზე;

შეისწავლონ პრაქტიკული მიდგომები პროფესიული პორტფოლიოს შედგენისა და განვითარებისათვის;

განიხილონ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, მათ შორის თვითშეფასება და შიდა მონიტორინგი;

მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიურ ჯგუფურ სავარჯიშოებში, რეფლექსიაში და უკუკავშირის აქტივობებში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 საათი, ლექცია + პრაქტიკული მუშაობა, შესვენებით.

ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია: რეგისტრაციის ფორმა

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

დრო: 8 ნოემბერი, 12:00 საათი

ტრენინგზე დამსწრეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.