სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები
„ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის გუნდი სტუდფესტი 2025-ის გამარჯვებულია
3 ნოემბერს, სტუდფესტი 2025-ის დახურვის ცერემონია გაიმართა.
კულტურისა და მოხალისეობის კომპონენტში გამარჯვებული გუნდი „ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის გუნდი გახდა.
ვეტერინარიის სტუდენტებმა მოხალისეობის კატეგორიაში პროექტი – “Hope Begins With a Bowl” წარადგინეს, რომლის მიზანი მიუსაფარი ცხოველებისთვის წყლისა და საკვების რეზერვუარების დამზადება და მათთვის ხელმისაწვდომ ტერიტორიებზე განთავსება იყო.
გამარჯვებული გუნდი პორტუგალიაში გაემგზავრება.
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის სტუდენტები სხვა ქვეყნის სტუდენტებს საერთაშორისო მოხალისეობრივ გამოცდილებას გაუზიარებენ.