სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის კვლევა შავ ზღვაზე

Shavi zgva
აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტმა მიმდინარე წლის 25-27 ოქტომბერს შავ ზღვაში, შეკვეთილის აკვატორიაში საკონტროლო ყვინთვები განახორციელა.

წყალქვეშა არქეოლოგიური დაზვერვების მთავარი მიზანი გასულ წელს დასკანერებული არეალების შემოწმება იყო.

კვლევით პროცესში ჩართულნი იყვნენ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე ნონეშვილი, “ევროპის უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი მადონა მშვილდაძე, ასისტენტ პროფესორი ნიკოლოზ ცქვიტინიძე, ტექნიკური მომსახურების უფროსი მამუკა მოდებაძე და ევგენი ანჯაფარიძე.