“ევროპის უნივერსიტეტის” ფრენბურთის გუნდმა ბათუმი დაამარცხა
1 ნოემბერს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტური გაიმართა.
“ევროპის უნივერსიტეტის” ფრენბურთის გოგონათა გუნდი ბათუმს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
“ევროპის უნივერსიტეტის” გუნდი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და ამჟამადაც წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას.