სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები, სტუდენტური თვითმმართველობის სიახლეები

Halloween 2025 “ევროპის უნივერსიტეტში“

Halloween
1 ნოემბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელშეწყობით, Halloween 2025 გაიმართა.

ერთი დღით, კამპუსის ეზო მისტიკურ სივრცედ გადაიქცა, სადაც საშიში დეკორაციები, ფერადი განათებები და თემატური მუსიკა დღესასწაულისთვის შესაფერის ატმოსფეროს ქმნიდა.

სტუდენტები ჰორორის ფესტივალისთვის განსაკუთრებულ, ორიგინალურ კოსტიუმებში გამოეწყვნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონკურსი, სადაც საუკეთესო კოსტიუმების ავტორები სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ჰელოუინი “ევროპის უნივერსიტეტში” ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ და შემოქმედებით ტრადიციად იქცა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ფანტაზია გუნდურად შექმნილ დეკორაციებს და კოსტიუმებში გამოხატონ.