Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე – “Prehospital Management of Polytrauma: Priorities, Pitfalls and Practical Approaches” გაიმართა
29 ოქტომბერს, “ევროპის უნივერსიტეტში”, რიგას სამედიცინო კოლეჯის წარმომადგენლის, ჟანა კრასტინას საჯარო ლექცია თემაზე – “Prehospital Management of Polytrauma: Priorities, Pitfalls and Practical Approaches” გაიმართა.
ლექცია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა, სადაც განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა პოლიტრავმის მართვა პრეჰოსპიტალურ გარემოში.
სტუდენტებმა ლექციის ფარგლებში მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული რეკომენდაციები რეალურ კლინიკურ სიტუაციებში ეფექტური მოქმედებისთვის.
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “რიგას სამედიცინო კოლეჯს” შორის განხორციელებული მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას.