“ევროპის უნივერსიტეტმა” “ორდუს უნივერსიტეტის” (თურქეთი) დელეგაციას უმასპინძლა
 
								28 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტმა“ „ორდუს უნივერსიტეტის“ (თურქეთი) დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და Erasmus+ ინტერ-ინსტიტუციური შეთანხმება გაფორმდა, რაც მომავალში სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლის, ერთობლივი კვლევებისა და საერთაშორისო პროექტების განხორციელების მყარ საფუძველს შექმნის.
ორდუს უნივერსიტეტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რექტორი, პროფესორი ორჰან ბაში. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე იყვნენ ვიცე-რექტორი ჰაკან ტიმური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰასან ჰუსეინ მუთლუ.
შეხვედრას ევროპის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ რექტორი ნინო ტალიაშვილი, ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ნიკოლოზ ფარჯანაძე, ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენლები თინათინ ზაალიშვილი და ნინო ჩანადრი.
ორდუს უნივერსიტეტი დღეს თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც აერთიანებს 14 ფაკულტეტს, ასევე მედიცინისა და სტომატოლოგიის მიმართულების კვლევით ცენტრებს და რეგიონში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობის მიმართულებით.
ვიზიტის მიზანი იყო ორდუსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
 
	 
	 
													 
													 
													 
													 
													 
													 
													 
													 
													