29 ოქტომბერს საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტის ევოლუცია“ გაიმართება
29 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ბესიკ ტაბატაძე საჯარო ლექციას თემაზე – „ხელოვნური ინტელექტის ევოლუცია“ ჩაატარებს.
ლექციის ფარგლებში შეიტყობთ:
- როგორ დაიბადა და განვითარდა ხელოვნური ინტელექტი
- როგორ ფორმირდებოდა, რა გამოწვევები გადალახა და როგორ ცვლის ის მსოფლიოს
ლექციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეტაპები, მაგალითები და პრაქტიკული საკითხები, აგრეთვე განხილული იქნება მისი გავლენა მომავალი თაობის პროფესიულ რეალობაზე.
29 ოქტომბერი, 17:00 საათი
შეხვედრის ადგილი: დავით გურამიშვილის გამზ. 76, „ევროპის უნივერსიტეტი“, აუდიტორია 207.