მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით მედიცინის ფაკულტეტზე კონკურსი გამოცხადდა

კლინიკური პრაქტიკის
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის გერმანიაში სრულად დაფინანსებული კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსს აცხადებს.

სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკას მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაივლიან.

პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწაში.

პრაქტიკის განხორციელების პერიოდი: 2026 წლის 9-13 თებერვალი.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  1. სტუდენტის 2024-25 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 3.0 ან მეტი.
  2. სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ან ქართულენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე მე-7 ან ზედა სემესტრის სტუდენტები.
  3. სტუდენტს უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება ან კონკურსში რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს შენგენის ქვეყნების მოქმედი ვიზა (უნდა ფარავდეს 2026 წლის მარტის თვეს)

სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. სამოტივაციო წერილი
  2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 11 ნოემბერს.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 5 სტუდენტი.

შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს აანაზღაურებს “ევროპის უნივერსიტეტი”.