მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკური პრაქტიკის გასავლელად

კლინიკური
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის გერმანიაში უნივერსიტეტის მიერ სრულად დაფინანსებული კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით.

შერჩეული სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკას ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ზოგადი, ვისცერალური და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში გაივლიან.

პროგრამა არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების დასაგროვებლად და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწაში.

პრაქტიკის განხორციელების პერიოდი: 2026 წლის 16-20 თებერვალი.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  • სტუდენტის 2024-25 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრება/GPA უნდა იყოს 3.0 ან მეტი.
  • სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ან ქართულენოვანი პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე მე-7 ან ზედა სემესტრის სტუდენტები.
  • სტუდენტს უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება ან კონკურსში რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს შენგენის ქვეყნების მოქმედი ვიზა (უნდა ფარავდეს 2026 წლის მარტის თვეს)
  • სტუდენტებს, რომლებმაც უკვე გაიარეს ანალოგიური კლინიკური პრაქტიკა გერმანიის ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ზოგადი, ვისცერალური და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში არ აქვთ კონკურსში მონაწილეობის უფლება

სტუდენტების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. სამოტივაციო წერილი
  2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge

სამოტივაციო წერილის მიღების ბოლო ვადა: 5 ნოემბერი

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 12 ნოემბერს.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 სტუდენტი.

შერჩეული სტუდენტების ავიაბილეთის, სასტუმროში განთავსების და პროგრამის საფასურს აანაზღაურებს ევროპის უნივერსიტეტი.