საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

მაქსიმს ჟიგუნოვმა სტუდენტებისთვის ლექცია “Neural Networks Basics” ჩაატარა

Neural Networks
23 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტმა ლატვიიდან ალბერტას კოლეჯის წარმომადგენელს – მაქსიმს ჟიგუნოვს უმასპინძლა. მაქსიმს ჟიგუნოვმა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე “Neural Networks Basics” ჩაატარა.

ლექციის განმავლობაში სპიკერმა სტუდენტებს გააცნო ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპები და ნეირონული ქსელების საფუძვლები. განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა ალგორითმების სტრუქტურა, მოდელების სწავლება და მათი ოპტიმიზაცია.

ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ გარემოში და დაეხმარა სტუდენტებს გაეღრმავებინათ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.