მკლავჭიდის კლუბი
მკლავჭიდის კლუბი ევროპის უნივერსიტეტში 2022 წელს შეიქმნა და აერთიანებს სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ სპორტი და მისდევენ ჯანსაღ ცხოვრებას . კლუბის მიზანია უნივერსიტეტში პოპულარიზაცია გაუწიოს მკლავჭიდს და დანერგოს სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესი.
კლუბის ფარგლებში სტუდენტები:
- რეგულარულად ვარჯიშობენ და ავითარებენ ფიზიკურ გამძლეობასა და ტექნიკას;
- ორგანიზებას უწევენ შიდა ტურნირებს;
- იწვევენ ცნობილ ქართველ მკლავჭიდელებს საერთო ვარჯიშებსა და მასტერკლასებზე;
- ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უნივერსიტეტში.
საკონტაქტო ინფორმაცია: