ფრენბურთის გოგონათა გუნდი
ევროპის უნივერსიტეტის ფრენბურთის გოგონათა გუნდი 2022 წელს დაარსდა და სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სპორტული კლუბი უნივერსიტეტში.
ფრენბურთის გოგონათა გუნდი ქვიშის და თოვლის ფრენბურთის მრავალგზის ჩემპიონია. 2025 წელს “ევროპის უნივერსიტეტის” გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონი გახდა.
ფრენბურთის გოგონათა გუნდი მოგცემთ საშუალებას რომ, გახდეთ უნივერსიტეტის წარმატების ნაწილი.
კლუბი ღიაა ყველა სტუდენტისთვის, ვისაც სურს განვითარდეს სპორტულად, გაიუმჯობესოს გუნდური მუშაობის უნარები და უბრალოდ სიხარულით ითამაშოს ფრენბურთი.
საკონტაქტო ინფორმაცია: beka.geldiashvili@eu.edu.ge