სტუდენტური კლუბები
უნივერსიტეტში სტუდენტები საერთო იდეის გარშემო ერთიანდებიან და ქმნიან სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და შემეცნებითი მიმართულების კლუბებს, რომელთა საქმიანობასაც უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს.
სტუდენტური კლუბების რეგისტრაცია სემესტრში ერთხელ ტარდება, და ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია ახალი კლუბის დაფუძნება „ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის რეგისტრაციისა და ფუნქციონირების წესის“ შესაბამისად.
ამჟამად უნივერსიტეტში 20-მდე სტუდენტური კლუბი ფუნქციონირებს, რომელშიც გაწევრიანება ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.