Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტის” ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჯარო ლექცია – “Time Management and Productivity“ გაიმართა
21 ოქტომბერს, “ევროპის უნივერსიტეტში” ალბერტას კოლეჯის (ლატვია) წარმომადგენელმა ინეს რუტკამ ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჯარო ლექცია თემაზე – „Time Management and Productivity“ ჩაატარა.
ინეს რუტკამ დამსწრეებთან ერთად განიხილა დროის მართვის თანამედროვე მიდგომები, დაგეგმვის ეფექტური მეთოდები და პროდუქტიულობის ზრდის პრაქტიკული გზები.
ლექცია მიზნად ისახავდა დროისა და ენერგიის ეფექტური მართვის პრინციპების გაცნობას, ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული უნარების განვითარებასა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.