Comments Off on ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია „Future of Work: How AI and Automation Are Reshaping Human Resource Management“ გაიმართა
21 ოქტომბერს, “ევროპის უნივერსიტეტში” ალბერტას კოლეჯის (ლატვია) წარმომადგენლის სანდრა ტეტერეს საჯარო ლექცია თემაზე – „Future of Work: How AI and Automation Are Reshaping Human Resource Management“ გაიმართა.
ლექციას “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა. მომხსენებელმა განიხილა ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის სწრაფი განვითარება, მათი გავლენა შრომის ბაზარსა და ადამიანური რესურსების მართვაზე.
სანდრა ტეტერემ ისაუბრა იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რასაც ტექნოლოგიური პროგრესი ქმნის თანამედროვე სამუშაო გარემოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უნარებსა და კომპეტენციებს, რომლებიც მომავალში გახდება აუცილებელი წარმატებული კარიერისთვის.
ლექცია “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.