მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის“ დელეგაცია ჩეხეთში კონფერენციას “AMSE 2025” დაესწრო

AMSE
16-18 ოქტომბერს “ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ზარგინავამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა თინათინ გოგნაძემ ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

AMSE 2025-ის თემატიკა “ევროპის უნივერსიტეტებსა და საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის კავშირების გაღრმავება“ იყო.

კონფერენცია ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში გაიმართა და ევროპაში მედიცინის სწავლების ტენდენციებს მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ინოვაციური პარტნიორობის მოდელები, საუკეთესო პრაქტიკები და სამედიცინო ინსტიტუტებისა და საუნივერსიტეტო კლინიკების გამოწვევები.

“ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა კონფერენციაზე წარადგინეს სამი აბსტრაქტი, ასევე შეხვდნენ კოლეგებს სხვადასხვა ევროპული სამედიცინო ინსტიტუტებიდან და საშუალება ჰქონდათ განეხილათ აკადემიური თანამშრომლობისა და ინსტიტუციური პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები.