საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

#ERASMUSDAYS2025 – საჯარო ლექცია: “აღმოაჩინე ინფლუენსერ მარკეტინგის ძალა“

ERASMUSDAYS2025
15 ოქტომბერს, “ევროპის უნივერსიტეტმა” ალბერტას კოლეჯის (ლატვია) პროფესორს ილზე კრუმინას უმასპინძლა. პროფესორმა საჯარო ლექცია თემაზე: “აღმოაჩინე ინფლუენსერ მარკეტინგის ძალა“ ჩაატარა.

ლექციის ფარგლებში, პროფესორმა ილზე კრუმინამ დეტალურად მიმოიხილა ინფლუენსერ მარკეტინგის არსი და მისი გავლენა ბრენდების ცნობადობის ამაღლებაზე თანამედროვე მარკეტინგული გარემოს კონტექსტში.

ამასთან, მომხსენებელმა ისაუბრა თანამედროვე ბიზნეს-ეკოსისტემაში ინფლუენსერ მარკეტინგის ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა კრეატიულობა, მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.