Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტის” თვითმმართველობამ საერთაშორისო სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრა ჩაატარა
2025 წლის 15 ოქტომბერს “ევროპის უნივერსიტეტის’ სტუდენტურმა თვითმმართველობამ საერთაშორისო სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრაზე თვითმმართველობის წევრებმა სტუდენტებს გააცნეს სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურა, მისი დეპარტამენტები და თითოეულის ფუნქცია- დანიშნულებები.
განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტური თვითმმართველობის სამოქმედო გეგმას დაეთმო, რომელიც საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს მოიაზრებს.
შეხვედრის პროცესში გამოიკვეთა სტუდენტების მოლოდინები და ინტერესები, რაც შემდგომი საქმიანობის დაგეგმვისას მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები არა მხოლოდ ინფორმაციულ დანიშნულებას ატარებს, არამედ ქმნის პლატფორმას სტუდენტებსა და თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობისა და დიალოგის გასაძლიერებლად, რაც საბოლოოდ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.