Comments Off on ვეტერინარიის პროგრამის პირველკურსელები თბილისის ზოოპარკს ეწვივნენ
13 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები თბილისის ზოოპარკს ეწვივნენ.
ზოოპარკში ვიზიტისას სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ და რეალურ გარემოში ცხოველებთან მუშაობის გამოცდილება მიეღოთ.
სტუდენტები ზოოპარკის ცხოველთა მოვლის სისტემას, კვების რეჟიმს და ჰიგიენურ სტანდარტებს გაეცნენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეგზოტიკური და მტაცებელი ცხოველების სპეციფიკურ საჭიროებებზე, რაც საშუალებას აძლევდა სტუდენტებს დაენახათ, როგორ ხდება მათთვის მოვლისა და კვების პროცედურების დაგეგმვა და შესრულება.
ეს პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარება სტუდენტებს გაეცნონ ვეტერინარული მედიცინის მრავალფეროვნებას, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.