მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში კლინიკური პრაქტიკის გასავლელად გაემგზავრნენ

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით ათი ქართველი სტუდენტი გერმანიაში, “ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” კლინიკური პრაქტიკის გასავლელად გაემგზავრა.
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით სტაჟირებას ზოგადი, ვისცერული და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში გაივლიან.
“ევროპის უნივერსიტეტის” სრული დაფინანსებით “ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის შემდეგი სტუდენტები გაემგზავრნენ:
- მარიამ გოგუაძე
- მარი წენგუაშვილი
- ლიზი მაღნარაძე
- ვაჟა ზარიძე
- გურამ მეგრელიშვილი
- ნესტან პაკელიანი
- მარიამ თუნგია
- მაგდა იაკუბიძე
- ლუკა ლაცაბიძე
- სოფიკო კინწურაშვილი