საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

13-18 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტში #ErasmusDays2025 აღინიშნება

#ErasmusDays2025
13-18 ოქტომბერს მსოფლიოს მასშტაბით ერაზმუსის დღეები – #ErasmusDays2025 აღინიშნება.

„ევროპის უნივერსიტეტი“ უერთდება ევროკავშირის მიერ ინიცირებულ კვირეულს და ერაზმუსელი სტუდენტების ჩართულობით სხვადასხვა აქტივობას შემოგთავაზებთ.

კვირეული მიზნად ისახავს სტუდეტების, მასწავლებლებისა და სხვა პროფესიონალებისათვის ერაზმუსის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გაცნობას და მიღწეული შედეგების გაზიარებას.

17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ მთავარი ღონისძიება „EU Erasmus Days 2025: შესაძლებლობები და გამოცდილებები“ ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზში (აუდიტორია 505) გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტები ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებზე, ასევე გაგიზიარებენ რჩევებსა და რეკომენდაციებს.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები მოგაწვდიან ინფორმაციას უნივერსიტეტში არსებულ შესაძლებლობებზე და შეძლებთ ჩაერთოთ ინტერაქციულ დისკუსიებში საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის. შეხვედრა საინტერესო იქნება როგორც პროგრამის უკვე მონაწილე სტუდენტებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს სამომავლოდ მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება და გახდეს Erasmus+ ოჯახის ნაწილი.

„EU Erasmus Days 2025: შესაძლებლობები და გამოცდილებები“ დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/DUSw4nPDLEVftn8P8 

  • 17 ოქტომბერი, 15:00 საათი
  • ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი, მის.: გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 505