სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სტუდენტური კვლევითი პროექტების დაფინანსების კონკურსის ორი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

კვლევითი პროექტების
“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კვლევითი პროექტების დაფინანსების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ორი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.

სტუდენტთა კვლევისა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის დაფინანსების წესის შესაბამისად შერჩეულმა კომისიის წევრებმა წარმოდგენილი პროექტებიდან ორი საუკეთესო შედეგის მქონე გამოავლინეს.

დაფინანსებული კვლევითი პროექტებია:

  •  “Impact of E-Cigarette Use on Periodontal Health and Risk Prediction Using Machine Learning”
  •  “Cross-sectional study of English-speaking dental students in a Georgian university clinic setting: Prevalence of sharps-related injuries, and perceptions of access to occupational health services”

აღნიშნულ კვლევით პროექტებს სტუდენტები სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით განახორციელებენ, რის შემდეგაც საზოგადოებას გააცნობენ კვლევის შედეგებს.

“ევროპის უნივერსიტეტი“ ხელს უწყობს სტუდენტებში კვლევითი ინტერესების გაღრმავებას და ქმნის გარემოს მათთვის საჭირო უნარების განსავითარებლად. აღნიშნულ კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა პრაქტიკულად იმუშავეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, შეასრულეს კვლევისთვის საჭირო საწყისი სამუშაოები და მიიღეს ახალი გამოცდილება.

გამარჯვებული სტუდენტები პროექტის მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებენ ანალიტიკური აზროვნების, წყაროების დამუშავების, შედეგების ანალიზისა და სხვა მნიშვნელოვან უნარებს.