მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

3 ოქტომბერს “ევროპის უნივერსიტეტში” ზოგადი, ბარიატრიული და ლაპარასკოპიული ქირურგის ჯაბა ბაბაევის ლექცია გაიმართა

ოქტომბერს
3 ოქტომბერს მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით “ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე „ჭარბი წონისა და მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის თანამედროვე ქირურგიული მეთოდები” გაიმართა.

ლექციას „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ ზოგადი, ბარიატრიული და ლაპარასკოპიული ქირურგი, ონკოქირურგი – ჯაბა ბაბაევი უძღვებოდა.

ჯაბა ჯაბაევმა სტუდენტებს ჭარბი წონის მკურნალობის ძველი და ახალი მეთოდების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, განიხილა ბარიატრიული ოპერაციის ტექნიკების განვითარების ისტორია და სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაცია, სტუდენტები და აბიტურიენტები.

შეხვედრის დასასრულს დამსწრეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს და ჩაერთნენ დისკუსიაში.