ვეტერინარიის პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან შეხვედრა გაიმართა
On October 3, 2025
Comments Off on ვეტერინარიის პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან შეხვედრა გაიმართა

2 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან შეხვედრა გაიმართა.
სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციულ პერსონალსა და ლექტორებს “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი და ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფო ხუნდაძე შეხვდა.
შეხვედრას სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მარიკა ბოკუჩავა ესწრებოდა.
საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა, მარიამ სილაგავამ პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან საგამოცდო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სილაბუსით განსაზღრული პირობების დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების პროცესში პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობას.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და პერსონალმა მათთვის საინტერესო საკითხებზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად იმსჯელა.