Comments Off on “ერაზმუს+” საერთაშორისო მობილობის შესახებ საინფორმაციო სესია გაიმართა
2 ოქტომბერს, “ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტებისთვის“ერაზმუს+” საერთაშორისო მობილობის შესახებ საინფორმაციო სესია გაიმართა.
სესიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი თინათინ ზაალიშვილი გაუძღვა.
შეხვედრაზე სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს Erasmus KA171 პროგრამის შესახებ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, სწავლა გააგრძელონ სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტებში.
“ევროპის უნივერსიტეტში” Erasmus+ გაცვლითი პროგრამისთვის აპლიკაციების მიღება 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
განაცხადის ფარგლებში გამოცხადებულია 9 ქვეყნის 11 უნივერსიტეტი, სხვადასხვა მიმართულებით.
საერთაშორისო თანამშრომლობის მსგავსი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებას და დადებითად აისახება მათ სამომავლო კარიერაზე.