მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში“ ჭარბი წონისა და მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება

საჯარო ლექცია

3 ოქტომბერს, 18:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია თემაზე – „ჭარბი წონისა და მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის თანამედროვე ქირურგიული მეთოდები“ გაიმართება.

ლექციას „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ზოგადი, ბარიატრიული და ლაპარასკოპიული ქირურგი, ონკოქირურგი – ჯაბა ბაბაევი წაიკითხავს.

აღნიშნული საჯარო ლექცია მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის აქტუალური სამედიცინო გამოწვევების, მათ შორის ჭარბი წონისა და მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის ინოვაციური და ქირურგიული მეთოდების გაცნობას.

შეხვედრაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები და ჩაერთონ დისკუსიაში.

ლოკაცია: დ.სარაჯიშვილის N17, აუდიტორია 702.