მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის ტუტორის პოზიციის დასაკავებლად

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) პროგრამის სტუდენტებისთვის ტუტორის პოზიციის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა.

კონკრუსი 2025-26 სასწავლო წლის განმავლობაში შემდეგი სასწავლო კურსების მიხედვით გამოცხადდა:

ა) ტვინი, გონება და ქცევა;
ბ) გენი, უჯრედი და ქსოვილი III;
გ) დაავადების და მკურნალობის საფუძვლები II.

ტუტორის ფუნქციები და პასუხისმგებლობებია:

ა) სტუდენტის / სტუდენტების პირადი და პროფესიული განვითარების, სხვადასხვა უნარ-ჩვევების შეძენასა და ზოგადად თვითგანვითარებისათვის ხელშეწყობა სტუდენტთა მცირე ჯგუფებში;
ბ) ადმინისტრაციულ პროცესებში მხარდაჭერა (უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების გაცნობა);
გ) ადაპტაციაში ხელშეწყობა;
დ) სტუდენტების აკადემიური და ინდივიდუალური მიღწევების ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით;
ე) სტუდენტთა მცირე ჯგუფებისათვის ტუტორთა დისკუსიების, ერთობლივი პროექტების ორგანიზება;
ვ) მცირე ჯგუფებში სასწავლო სესიების ჩატარება მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით.

სტუდენტების საკონკურსო განაცხადების წარდგენა და შეფასება მოხდება “შპს ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ტუტორის საქმიანობის წესის” შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტი პირველი სემესტრიდან უნდა სწავლობდეს “ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან ან ინგლისურენოვან პროგრამაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოთ ევროპის უნივერსიტეტის ელ. ფოსტაზე – info@eu.edu.ge, 7 ოქტომბრის 18:00 საათამდე.