საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საინფორმაციო სესია გაიმართება

„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საინფორმაციო სესია გაიმართება.

საინფორმაციო სესიებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები გაუძღვებიან.

დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები, მიიღონ კონსულტაცია სააპლიკაციო ფორმის შევსებაზე და შემდგომ პროცედურებზე.

ქართულენოვანი სესიის დრო: 1 ოქტომბერი, 18:00 საათი
მისამართი: გურამიშვილის გამზირი #76, ოთახი 409

ქართულენოვან სესიაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 1 ოქტომბრის დღის 12:00 საათისა:
 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdQEMC8_hc4aDfZSTmpBq70mxEW0AeA5OIC_4Cg2EG3xiXwwQ/viewform

ინგლისურენოვანი სესიის დრო: 2 ოქტომბერი, 17:00 საათი
მისამართი: დავით სარაჯიშვილის გამზირი #17, აუდიტორია 507 (ჰორაიზონის ოთახი)

ინგლისურენოვან სესიაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2 ოქტომბრის დღის 12:00 საათისა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdTJG9yco8M5hZjaLr3Mo6wZJFGLBx6SkXPBIJ2nQejFGYivA/viewform