სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება – ღია დებატი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე

31 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება – ღია დებატი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, “გაეროს ქალთა ორგანიზაციისა” და „ევროპის უნივერსიტეტის“ თანამშრომლობით გაიმართება.

ინიციატივა ეფუძნება გაეროს უშიშროების საბჭოს პრაქტიკას და მიზნად ისახავს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ყოველწლიურად გამართული ღია დებატის მოდელირებას.

სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ, როგორც:

  • უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები;
  • სამოქალაქო საზოგადოების მომხსენებლები;
  • გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები;
  • დებატების თავმჯდომარე და რეპორტიორები.

მონაწილეობის მიღებას ის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერების სტუდენტები შეძლებენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან:

  • ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისა და ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებით;
  • მაღალ დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას (მინიმუმ B2)
  • სურვილი აქვთ, განავითარონ საჯარო გამოსვლის, კრიტიკული აზროვნებისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების უნარები.

პროგრამა მოიცავს:

  • წინასწარი მომზადება და ტრენინგი (გაეროს უშიშროების საბჭოს 10 რეზოლუცია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციები; ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების და ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგი, საჯარო გამოსვლები)
  • რესურსების პაკეტის გაცნობა (ქვეყნის პროფილები, წარსული განცხადებები, გაეროს რეგულაციები)
  • მენტორობა (გაეროს თანამშრომლები, აკადემიური პერსონალი)
  • დაჯილდოება და სერტიფიკატები.

საუკეთესო მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხისადმი მიღძვნილ საერთაშორისო ღონისძიებას 2025 წლის ბოლოს.

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV (ინგლისურად)
  • სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი, ინგლისურად)
  • სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განაცხადის მიღების ვადა: 8 ოქტომბერი

განაცხადი უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@eu.edu.ge

დამატებითი ინფორმაცია:

მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე: 10 ოქტომბერი;

ტრენინგი ჩატარდება: 13-17 ოქტომბერს;

წერილის წარდგენა: 24 ოქტომბერი

დებატების დღე: 31 ოქტომბერი

შედეგების გაზიარება: 7 ნოემბერი

მონაწილეობა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებაში: 2025 წლის დეკემბერი.

ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, დ.სარაჯიშვილის ქუჩა N17, ჰორაიზონ ევროპის ოფისი.