„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტი საფრანგეთში ანაზღაურებად პროფესიულ პრაქტიკას გადის

„ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ნანა დემეტრაშვილი, საფრანგეთში, ლიონის IGS ჯგუფის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ორ თვიან ინტენსიურ და ანაზღაურებად პროფესიულ პრაქტიკას გადის.
პრაქტიკის ფარგლებში, სტუდენტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობაში, რითაც ეუფლება პრაქტიკულ უნარებს, ცოდნასა და გამოცდილებას თანამედროვე საგანმანათლებლო და თანამშრომლობითი პროექტების მართვის მიმართულებით.
„ევროპის უნივერსიტეტი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას და პროფესიული პრაქტიკის ხელშეწყობას, რაც მათ კარიერული განვითარებისა და პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებას უწყობს ხელს.