Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტში” პროექტის – “ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
2025 წლის 25 სექტემბერს „ევროპის უნივერსიტეტში“ კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის – „ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ ფარგლებში, პროექტის კონსორციუმის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიზანია საქართველოს ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – „ევროპის უნივერსიტეტის“ და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიერ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა და გაძლიერება, ასევე შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადება, რაც წაახალისებს ვეტერინარიის დარგის განვითარებას საქართველოში.
შეხვედრის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა განიხილეს და შეაფასეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, მათ შორის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადება, კურიკულუმის განახლება და ვეტერინარიის კლინიკური კაბინეტებისთვის აღჭურვილობის შეძენა, ასევე, განიხილეს პროექტის სასიცოცხლო ციკლის მესამე ეტაპზე განსახორციელებელი აქტივობები და შემდგომი ნაბიჯები.