“ევროპის უნივერსიტეტმა” პროფესორ მაურიციო ტირას უმასპინძლა

24 სექტემბერს, “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა ბრეშას უნივერსიტეტის ემერიტუს რექტორს, UNIBS ფონდისა და GARR კონსორციუმის პრეზიდენტს, პროფესორ მაურიციო ტირას უმასპინძლა.
პროფესორ ტირას ვიზიტს წინ უძღოდა “ევროპის უნივერსიტეტსა” და ბრეშას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ვიზიტის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის” დელეგაციამ და პროფესორმა ტირამ სწორედ მემორანდუმის პირობებით განსაზღვრული კონკრეტული ინიციატივების პრაქტიკული ასპექტები განიხილეს.
შეხვედრისას მხარეებმა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობებზე, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განვითარების პერსპექტივაზე და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, დაიგეგმა შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას.
პროფესორ ტირას ვიზიტი კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინტერნაციონალიზაციას, განათლების ხარისხის ამაღლებასა და საერთო სტრატეგიული მიზნების მიღწევას.