მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელებთან ფაკულტეტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

მედიცინის
“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების და ფსიქოლოგიის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებთან ფაკულტეტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ახალწვეულებს სტუდენტობა “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორმა ოთარ ტატიშვილმა მიულოცა, რის შემდეგაც ფაკულტეტის საქმიანობის შესახებ დამსწრეებს ინფორმაცია დეკანმა ნათია ჯოჯუამ მიაწოდა.

პირველკურსელებს ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ბაია კუბლაშვილიც მიესალმა.

სტუდენტებმა შეხვედრაზე მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხი და უნივერსიტეტში არსებულ შესაძლებლობებს გაეცნენ.

“ევროპის უნივერსიტეტში” პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება და ყველა პროგრამის სტუდენტი მათ ეტაპობრივად დაესწრება.