სამართლის პროგრამის კომიტეტის სხდომებზე დამსწრე სტუდენტის შერჩევის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

“ევროპის უნივერსიტეტი” სტუდენტებს გთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოთ თქვენივე უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტების შეხვედრებში. ეს არის შესაძლებლობა განვითარდეთ პირადად და დაეხმაროთ უნივერსიტეტს თქვენი საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
ფუნქცია–მოვალეობები:
- მონაწილეობამიიღოს ზემოთ აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებში;
- მონაწილეობამიიღოს დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებში მის მიერ აღებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით;
- ხელიშეუწყოს პროგრამაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისი პროგრამის სტუდენტებისათვის გაზიარებას;
- საგანმანათლებლოპროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტის დროს მონაწილეობა მიიღოს ექსპერტებთან შეხვედრების პროცესში (საჭიროების შემთხვევაში).
მოთხოვნები:
- მაღალიაკადემიური მოსწრება, GPA მინიმუმ6;
- MS Office (Word კარგი, Excel კარგი);
- ინგლისურიენის ცოდნა – B1 (სასურველია).
კონკურსის დეტალები:
- კანდიდატთაგანაცხადების მიღების ვადები: 2025 წლის 17 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით;
- დაინტერესებულმაპირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (მისთვის სასურველ ფორმატში) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: qualityservice@eu.edu.ge
- კონკურსისპირველი ეტაპი: დოკუმენტების გადარჩევა;
- კონკურსისმეორე ეტაპი: გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (კომისიის შემადგენლობა: ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროგრამის ხელმძღვანელი). გასაუბრების კრიტერიუმები: ზეპირი კომუნიკაციის უნარი (3 ქულა), პასუხების დამაჯერებლობა (3 ქულა), მოტივაცია (3 ქულა), ანალიტიკური აზროვნების უნარი (3 ქულა), შესაბამის დონეზე დარგის სპეციფიკის ცოდნა (3 ქულა), ზოგადი შთაბეჭდილება (3 ქულა). შეფასების საბოლოო შედეგი გამოითვლება შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულის გამოთვლით. კონკურსანტმა სავალდებულოა დააგროვოს შეფასებების 50%-ზე მეტი. კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შეირჩევა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი;
- სტუდენტიზემოაღნიშნულ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს სტუდენტის აქტიური სტატუსის არსებობის პერიოდში;
- საგანმანათლებლოპროგრამის კომიტეტისთვის შეირჩევა ერთი სტუდენტი.
კანდიდატმა სათაურის ველში საჭიროა მიუთითოს შემდეგი ტექსტი: „სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შეხვედრებზე დამსწრე სტუდენტი“.