“ევროპის უნივერსიტეტსა” და “პავოლ ჯოზეფ საფარიკის უნივერსიტეტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “პავოლ ჯოზეფ საფარიკის უნივერსიტეტს” (სლოვაკეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
“პავოლ ჯოზეფ საფარიკის უნივერსიტეტი” სლოვაკეთის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტი განსაკუთრებით ცნობილია სამედიცინო, სტომატოლოგიური და ფარმაცევტული განათლების სფეროში.
მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, მათ შორის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ასევე ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს.