საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (EAIE) ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (EAIE) ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ, რომელიც 9-12 სექტემბერს შვედეთის ქალაქ გოტენბურგში იმართება.

გამოფენაზე “ევროპის უნივერსიტეტს” წარადგენენ ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო პატარაია და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ ორჯონიკიძე.

ღონისძიება განათლების სფეროში ინოვაციის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტებს შორის მდგრადი თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება და მას 100-მდე ქვეყნის 7 000-ზე მეტი საგანმანათლებლო სფეროს პროფესიონალი ესწრება.

“ევროპის უნივერსიტეტის” აქტიური ჩართულობა ღონისძიებაში ხელს უწყობს არსებული საერთაშორისო თანამშრომლობების გაღრმავებას, საერთაშორისო ქსელის გაფართოებას და სტუდენტებისა და პერსონალისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.