სხვა სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ DOAJ-ის (Directory of Open Access Journals) ბაზაში გაწევრიანდა

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი გლობალიზაცია და ბიზნესიდღეიდან DOAJ-ში (Directory of Open Access Journals) ინდექსირდება. DOAJ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან გლობალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის ღია წვდომის სამეცნიერო გამოცემებს. მასში მოხვედრა ნიშნავს, რომ ჟურნალი აღიარებულია როგორც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ღია წვდომის და მაღალი აკადემიური ხარისხის გამომცემლობა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჟურნალის განვითარების გზაზე, რაც უზრუნველყოფს:

  • სტატიების გლობალურ ხილვადობას და უფრო ფართო წვდომას მკითხველებისთვის;
  • ნაშრომების ცნობადობისა და ციტირებბის ზრდას, რადგან სტატიები ხვდებიან მსოფლიოს წამყვან ღია წვდომის სამეცნიერო რესურსებში;
  • საერთაშორისო ავტორების მოზიდვას და თანამშრომლობის გაღრმავებას;
  • სამეცნიერო გავლენის გაფართოებას.

DOAJ-ში ჩართვა ადასტურებს ჟურნალის ხარისხს, გამჭვირვალობას და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის ავტორებისა და მკითხველების წვდომას გლობალურ აკადემიურ სივრცეში.

გლობალიზაცია და ბიზნესიაგრძელებს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო დისკურსში და იწვევს მკვლევრებს, პროფესორებსა და პრაქტიკოსებს, წარადგინონ თავიანთი ორიგინალური კვლევები და სტატიები ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.