სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” ფრენბურთის გოგონათა გუნდმა საქართველოს ქვიშის ფრენბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

2025 წლის 2 სექტემბერს საქართველოს ქვიშის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალური და ფინალური ეტაპები გაიმართა.

ნახევარფინალურ ეტაპზე “ევროპის უნივერსიტეტის” გუნდმა “თბილისი” დაამარცხა.

ფინალურ ეტაპზე “ევროპის უნივერსიტეტის” გუნდი “ჯიკოსთან დამარცხდა და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.

“ევროპის უნივერსიტეტი” ულოცავს ფრენბურთის გოგონათა გუნდს ამ წარმატებას!