საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ჟან მონეს საზაფხულო აკადემია 2025: “ევროკავშირის გაფართოება – თეორია, პრაქტიკა, თანამედროვე გამოწვევები“

„ევროპის უნივერსიტეტი“ აცხადებს მიღებას ჟან მონეს სასერტიფიკატო საზაფხულო აკადემიაში “ევროკავშირის გაფართოება – თეორია, პრაქტიკა, თანამედროვე გამოწვევები“.

აკადემიის ლექტორები არიან ქართველი და ევროპელი ექსპერტები.

პროგრამა თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScYbenC8taYH1YYfEYGUzFdFMbXQOzT1eYyTTQIyWEt-nsyow/viewform

საერთაშორისო ლექციები (ონლაინ):

თარიღი: 25-29 აგვისტო, 2025
დრო: 10:30 – 16:00 (ყოველდღიურად)
ფორმატი: ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით

დასკვნითი ცერემონია (ადგილზე):

თარიღი: 20 სექტემბერი, 2025
დრო: 11:00 – 17:00
ადგილმდებარეობა: “ევროპის უნივერსიტეტი”, გურამიშვილის გამზირი #76, ზურაბ ჟვანიას დარბაზი (მე-5 სართული)

აკადემიაში დაშვების კრიტერიუმები:

  • ენობრივი კომპეტენცია: ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
  • სამიზნე აუდიტორია: ღიაა საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები ნებისმიერი ეროვნების საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე ახალი კურსდამთავრებულებისთვის.
  • სპეციალური კვოტა: გამოყოფილია კვოტა უკრაინელი ახალგაზრდებისთვის

ძირითადი ინფორმაცია:

ძირითადი სესიები ჩატარდება ონლაინ Zoom-ის მეშვეობით 25-29 აგვისტოს, 2025. დასკვნითი ღონისძიება გაიმართება ადგილზე 20 სექტემბერს.

სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა ონლაინ სესიებში მინიმუმ 80%-იანი მონაწილეობა და დასკვნით ღონისძიებაზე სავალდებულო დასწრება. (მათთვის, ვინც ვერ შეძლებს დასკვნით ცერემონიაზე დასწრებას, სერტიფიკატის მისაღებად ონლაინ ლექციებში 100%-იანი ჩართულობა აუცილებელია).

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22 აგვისტო, 2025

შერჩევის პროცესი: დასწრებას ის  კანდიდატები შეძლებენ, რომლებიც დააკმაყოფილებენ აღნიშნულ კრიტერიუმებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჟან მონეს მოდულის აკადემიურ კოორდინატორს, „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებულ ასოცირებულ პროფესორს თათია დოლიძეს ელფოსტაზე tatia.dolidze@eu.edu.ge

ნუ გამოტოვებთ შესაძლებლობას გააფართოოთ თქვენი ცოდნა და მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი!