საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტსა” და ჩესტოხოვას იან დლუგოშის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტსა”  და ჩესტოხოვას იან დლუგოშის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს გაცვლით პროგრამებს, თანამშრომლობას უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის და საერთო აკადემიურ აქტივობებს.

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილებების გაზიარებას.