სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 სტუდენტი სლოვენიის ახალ უნივერსიტეტში ინტენსიურ კურსს გაივლის

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 სტუდენტი სლოვენიის ახალ უნივერსიტეტში (New University Slovenia) ინტენსიურ კურსს გაივლის.
ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის (Blended Intensive Program) აქტივობის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 5 სტუდენტი შეირჩა.
სლოვენიის ახალ უნივერსიტეტში (New University Slovenia) 2025 წლის 15-19 სექტემბერს შემოდგომის სკოლას შემდეგი სტუდენტები გაივლიან:
- ნათია ვეფხვაძე (საერთაშორისო ურთიერთობები)
- ნინო დვალიძე (საერთაშორისო ურთიერთობები)
- ბექა გელდიაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობები)
- ხატია ჯალანდარი (საერთაშორისო ურთიერთობები)
- ლიზი ზარიძე (სამართალი)
საშემოდგომო სკოლის თემატიკაა „საცხოვრისის პრობლემები: პერსპექტივები, გამოწვევები და შესაძლო გადაჭრის გზები”, რაც დღეს გლობალური გამოწვევაა და მრავალი ქვეყნისთვის კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, საერთაშორისო კონტექსტში გაეცნონ განსახლების პრობლემების სპეციფიკას, ასევე, გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნიდან მობილობაში ჩართულ სტუდენტებს.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აქტიურად მუშაობს სტუდენტებისთვის შერეული ინტენსიური პროგრამების (Blended Intensive Program) შესაძლებლობების შეთავაზებაზე, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ ზრდასა და განვითარებას.